შალვა პაპუაშვილი Edison Research-ის კვლევაზე: ამ კვლევის მიხედვით, „ლეიბორისტული პარტია“ არის სიძლიერით მეოთხე საქართველოში, რასაც მგონი თავად პარტიაშიც არ იჯერებენ

შალვა პაპუაშვილი Edison Research-ის კვლევაზე: ამ კვლევის მიხედვით, „ლეიბორისტული პარტია“ არის სიძლიერით მეოთხე საქართველოში, რასაც მგონი თავად პარტიაშიც არ იჯერებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, „ფორმულას ეთერში“ გამოქვეყნებულ კვლევებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კვლევები არასანდოა.

„წინა არჩევნებზე ვნახეთ მათი წინასწარი მონაცემები და შემდეგ როგორი იყო ნამდვილი მონაცემები. ახლა ეს გამოცდილება გვკარნახობს, რომ ეს კვლევები არასანდოა. ასევე, როდესაც რიცხვებს ვუყურებთ და ვხედავთ, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ამ კვლევის მიხედვით არის სიძლიერით მეოთხე საქართველოში, ამას მგონი თავად პარტიაშიც არ იჯერებენ. აქედანვე ჩანს, რამდენად მანიპულაციაა გაკეთებული ამ კვლევაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნებას“ გამოკითხულთა 33% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 25%, „საქართველოსთვის“ - 10%.