კახა კალაძე თბილისში 2-ჯერ უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ თავის კონკურენტს, - ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
„ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ხალხს და მათ განწყობაში იგრძნობა, რომ როგორც „ქართული ოცნება“ პარტია, არის პირველ ადგილზე და უალტერნატივოა ქვეყნის მართვის პირობებში, ასევე კახა კალაძე თბილისში 2-ჯერ უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ თავის კონკურენტს, არაფერს ვამბობ ქვევით მყოფ კონკურენტებზე“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია 48,6%-ით ლიდერობს, კახა კალაძე კი 56.1%-ით.