„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე: ბოლო თვეების განმავლობაში, ოპოზიცია მხოლოდ დესტრუქცით იყო დაკავებული - მოლოდინიც არ უნდა ჰქონდეთ, რომ მათი მოწონების რეიტინგი გაიზრდებოდა

„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე: ბოლო თვეების განმავლობაში, ოპოზიცია მხოლოდ დესტრუქცით იყო დაკავებული - მოლოდინიც არ უნდა ჰქონდეთ, რომ მათი მოწონების რეიტინგი გაიზრდებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევების შედეგებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კვლევის შედეგებში გასაკვირი არაფერია და რიცხვებიც ლოგიკურია.

„სულ რაღაც სამ კვირაში არჩევნები დაგვანახებს სად არის მტყუანი და მართალი. კვლევის შედეგებში გასაკვირი არც არაფერია, ლოგიკურია ის რიცხვებიც. ​ჩვენი ოპოზიცია, სამწუხაროდ, ამ თვეების განმავლობაში დესტრუქციის გარდა არაფრით არ იყო დაკავებული. ამიტომ, მათ არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მათი მოწონების რეიტინგი იყოს გაზრდილი, ვფიქრობ, ეს არარეალისტური იქნებოდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია 48,6%-ით ლიდერობს.