გახარიას პარტია შუახევში სამმა წევრმა დატოვა

გახარიას პარტია შუახევში სამმა წევრმა დატოვა

შუახევში , ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია “გახარია საქართველოსთვის“ სამმა წევრმა დატოვა. პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს: თამარ გუნდაძე - სიის მე-9 ნომერი, ხუსეინ ხიმშიაშვილი - სიის 11-ე ნომერი, მზევინარ დიასამიძე -  სიის 21-ე ნომერი. აქვე აღსანიშნავია, რომ  მზევინარ დიასამიძე საერთოდ არ ფლობდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პარტიის პროპორციულ სიაში იყო. მათ უკვე მიმართეს საოლქო სარჩევნო კომისიას რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.