პარტია „ევროპული საქართველოს“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაცია სამმა წევრმა დატოვა. კერძოდ, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს ბორჯომის საკრებულოს პროპორციული სიის მეექვსე ნომერმა, ცირა გრიგალაშვილმა, მეათე ნომერმა თამაზ მამიჯანაშვილმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, იოსებ კევლიშვილმა. სამივე მათგანმა მიმართა უკვე საოლქო საარჩევნო კომისიას და კანდიდატურების რეგისტრაციიდან ჩახსნა მოითხოვეს.