,,გალფმა" შესაძლოა ქონების ნაწილი დაკარგოს. კომპანიას პროკურატურაში უჩივიან. ,,სენტა" და ,,მაგნატი" უმსხვილეს ნავთობრეალიზატორს ბენზინგასამართი სადგურებისა და ნავთობბაზების მითვისებაში ადანაშაულებს. საუბარია ჯამში 116 ობიექტზე, რომლებზეც დავა 3 წლის წინ დაიწყო, თუმცა მაშინ საქმე სასამართლომდე არ მისულა. არ არის გამორიცხული, რომ ძიების პროცესში ყოფილი თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს. სწორედ კეზერაშვილი მოიზარებოდა არაოფიციალურად გალფის აქციების თანამფლობელად.