ბათუმში კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის პაციენტი გარდაიცვალა

ბათუმში კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის პაციენტი გარდაიცვალა

ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტი სასტუმრო „სანაპიროში“ შეყვანის დროს გარდაიცვალა - ამის შესახებ განცხადება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

„ბათუმის ერთ-ერთი კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული კაცი გარდაიცვალა. პაციენტს კოვიდსასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით.

ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.