კომპანია Moderna-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო ერთიან ვაქცინაზე მუშაობა დაიწყეს

კომპანია Moderna-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო ერთიან ვაქცინაზე მუშაობა დაიწყეს

ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna-მ განაცხადა, რომ კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო ერთიან ვაქცინაზე დაიწყო მუშაობა.

„დღეს ვაცხადებთ, რომ რესპირატორული დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინის ჩვენი ახალი პროგრამის ფარგლებში პირველი ნაბიჯი გადავდგით, რომლის მიზანი ერთდოზიანი ვაქცინის შექმნაა, რომელიც კორონავირუსისა და გრიპის წინააღმდეგ გამაძლიერებელ დოზას შეიცავს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ახალი რნმ-ვაქცინა კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ამჟამინდელ ვარიანტსა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას შეიცავს, რომელიც შემუშავების სტადიაზეა.