„არიან კანდიდატები, რომლებმაც თქვეს რომ არ გაიკეთებენ ტესტს, გასაგებია მათ აქვთ რაღაც დასაფარი, მაგრამ, არიან კანდიდატები, რომლებმაც თქვეს რომ გაიკეთებენ, ოღონდ არ დაასახელეს ვადა“ - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნარკოტესტის გაკეთების შესახებ დასმულ კითხვას.
მისი თქმით, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხვალ გადის ეს ვადა და კარგი იქნება თუ ხვალ მოასწრებენ ტესტის გაკეთებას და დაარწმუნებენ საზოგადოებას, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი მათთვისაც მნიშვნელოვანია.
„არიან კანდიდატები, რომლებმაც თქვეს რომ ისინი არ გაიკეთებენ ტესტს, გასაგებია მათ აქვთ რაღაც დასაფარი, მაგრამ, არიან კანდიდატები, რომლებმაც თქვეს რომ გაიკეთებენ, ოღონდ არ დაასახელეს ვადა. ნარკოლოგიაში ცნობილია, რომ არის გარკვეული ვადა, რის შემდეგაც ძალიან ძნელი ხდება აღმოჩენა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხვალ გადის ეს ვადა და კარგი იქნება თუ ხვალ მოასწრებენ ტესტის გაკეთებას და დაარწმუნებენ საზოგადოებას, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი მათთვისაც მნიშვნელოვანია. კახი არის სპორტსმენი და არა მარტო მისი სპორტული მოღვაწეობა, მისი მერობის ოთხი წელი უკავშირდება იმას, რომ თბილისში გაჩნდა უამრავი რეკრეაციული სივრცე, ათასზე მეტი პარკი და სკვერი და უამრავი სპორტული მოედანი. ის თავისი ცხოვრების სტილით, მთელი თავისი მოღვაწეობით სწორედ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ეწევა. ეს ინიციატივაც არის მოწოდება ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ და კარგი იქნება თუ ამ მაგალითს ჩვენს ახალგაზრდობას მისცემს ყველა ის ადამიანი, ვისაც უნდა რომ თავი წარმოიდგინოს ამ ქალაქის მერად და ამ ქალაქში ახალგაზრდობისთვის იყოს გარკვეულწილად მაგალითის მიმცემი“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
*
აზროვნებაზე ეტყობა, ნათელაშვილის პარტიის წევრი რომ არის! :)
"კორუფციაზე ტესტირებას" , რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პროკურატურა ატარებს!
თუ რამე ფაქტები აქვს კალაძის წინააღმდეგ - მიიტანოს და დადოს! (ხოლო, თუ ტყუილი გამოდგა - აგოს პასუხი ცილისწამებისთვის!).
რაც შეეხება ნორჩი ლეიბორისტის მაქსიმას - სპორტსმენების ადგილი არის სპორტში , ხოლო პოლიტიკაში არის პოლიტიკოსების ადგილიო, ეტყობა ძირითადად შალვა ნათელაშვილის მდიდარი პოლიტიკური მემკვიდრეობის შესწავლით არის დაკავებული, თორემ ინტერნეტშიც რომ შეეხედა ერთხელ, აღმოაჩენდა, სპორტული კარიერის დამთავრების შემდეგ, რამდენმა ცნობილმა სპორტსმენმა გადაინაცვლვა პოლიტიკურ ასპარეზზე (ქართველებს გამოვტოვებ):
კრივში მსოფლიოს ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო -კიევის მერი.
ჭოკით ხტომაში მსოფლიოს რეკორდსმენი სერგეი ბუბკა - უკრაინის სახალხო დეპუტატი (2002-06).
მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში, ანატოლი კარპოვი - სახელმწიფო დუმის დეპუტატი.
მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთში, რომარიო - პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატი.
მსოფლიოს ჩემპიონი კრივში მენი პაკიაო - ფილიპინების კონგრესის წევრი...