ირაკლი ზარქუა კახა კალაძის ინიციატივაზე: ალბათ, ნარკოტესტს ის არ იკეთებს, ვისაც პრობლემა აქვს

ირაკლი ზარქუა კახა კალაძის ინიციატივაზე: ალბათ, ნარკოტესტს ის არ იკეთებს, ვისაც პრობლემა აქვს

ალბათ, ნარკოტესტს ის არ იკეთებს, ვისაც პრობლემა აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ კახა კალაძის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და რატომ არის ცალკეული კანდიდატებისთვის ასეთი დისკომფორტი, ჩემთვის გაუგებარია. კახა კალაძე ადგა, ანალიზი გაიკეთა და თქვა, რომ მე ამით პატივს ვცემ საარჩევნო მარათონს, ჩემს ამომრჩეველს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თბილისის მერმა ნარკოტესტი 6 სექტემბერს ჩააბარა. სამხარაულის ეროვნული ბიუროს დატოვების შემდეგ კახა კალაძემ ოპონენტებსაც მოუწოდა, რომ ნარკოტესტი ჩაიტარონ და საზოგადოებას შედეგები წარუდგინონ.

ამასთან, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა გორგი გახარიამ რუსთავი-2-ის „ღამის კურიერში“ ნარკოტესტის გაკეთების თარიღთან დაკავშირებით დასმულ კითხვას თავი აარდა.