გახარიამ წყალტუბოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ინტერპოლით ძებნილი პირი დააყენა

გახარიამ წყალტუბოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ინტერპოლით ძებნილი პირი დააყენა

გიორგი გახარიამ წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ინტერპოლით ძებნილი პირი დააყენა. პოსტვ-ისთვის ცნობილი გახდა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, წყალტუბოს რაიონის ჩუნეშის სამაჟორიტარო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნოდარ ჩირგაძეს გერმანიის ინტერპოლი 2017 წლის შემდეგ ეძებს. სავარაუდოდ, საქმე ეხება ქურდობის ფაქტს, რომელიც სწორედ ამ ქვეყანაში მოხდა. პოსტვ-ი თავად ნოდარ ჩირგაძესაც დაუკავშირდა. გახარიას თანაგუნდელი ადასტურებს, რომ 2016-2017 წლებში გერმანიაში იმყოფებოდა, თუმცა ინტერპოლის ძებნილთა სიაში ყოფნას უარყოფს.