დუეინ ჯონსონმა თავისი ორეული აღმოაჩინა

დუეინ ჯონსონმა თავისი ორეული აღმოაჩინა

მსახიობმა დუეინ ჯონსონმა Twitter-ზე თავისი ორეული ფოტო გააზიარა. ამის შესახებ People-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 49 წლის მსახიობის ორეული 37 წლის ლეიტენანტი ერიკ ფილდსია. ის შერიფის თანაშემწედ მუშაობს.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯონსონმა ფილდს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და შეხვედრაც შესთავაზა.