ბარბადოსელმა მომღერალმა რიანამ, სასამართლო დარბაზში მამასთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი უკან გაიხმო, - ამის შესახებ BBC წერს.
მომღერალი მამას, რონალდ ფენტის, მისი სახელის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდა. რიანა აცხადებდა, რომ საკუთარი კომპანიის შემოსავლის გასაზრდელად, კაცმა, შვილთან შეუთანხმებლად, მისი სახელი რეკლამისთვის გამოიყენა.
ამასთან, რიანას ადვოკატები ირწმუნებოდნენ, რომ რონალდ ფენტი ცდილობდა, მიესაკუთრებინა სასაქონლო ნიშანი Fenty, რომელიც იქამდე, მომღერალს საკუთარი კოსმეტიკური ხაზის, Fenty Beauty-ს დასახელებაში ჰქონდა.
მომღერლისა და მისი მამის სასამართლო პროცესი 22 სექტემბერს უნდა გამართულიყო. არსებული ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას სასამართლოს დარბაზის მიღმა მიაღწიეს.