გახარიას პარტია ქვემო ქართლშიც დატოვეს

გახარიას პარტია ქვემო ქართლშიც დატოვეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ქვემო ქართლში, გიორგი დვალიშვილმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ყოფილი პრემიერის პარტიის, ქალაქ რუსთავის საკრებულოს პროპორციული სიის წევრმა უკვე შეიტანა განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიაში მისი კანდიდატურის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.