მაშველებმა მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული მამა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს

მაშველებმა მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული მამა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს

მაშველებმა 11-დღიანი ძებნის შემდეგ მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული აპლინისტი მამა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, სამძებრო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენიც იყო ჩართული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება მესტიაში, მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული უცხოეთის ორი მოქალაქის შესახებ. ინიციატორის ინფორმაციით, მთამსვლელებთან ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, უცნობი იყო მათი მდგომარეობა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება. შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, მაშველებს მწვერვალზე ქვეითად გადაადგილება უწევდათ. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, საძიებო ოპერაციის ფარგლებში, მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედრები გადმოსვენებულია მესტიაში და ტარდება შესაბამისი პროცედურები”, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Katana . "უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, მაშველებს მწვერვალზე ქვეითად გადაადგილება უწევდათ."
?
ჰო, უამინდობის გამო, თორემ კარგ ამინდში სულ ავტომანქანებით დაჰქრიან უშბაზე! :)
3 წლის უკან