როგორ დადგინდა შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა და რას ამბობენ ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები?

როგორ დადგინდა შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა და რას ამბობენ ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები?

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი მამიდასთან ერთად ცხოვრობდა. დაკავებულის მამიდა ადასტურებს, რომ ცოტა ხნის წინ მათ საცხოვრებელ ბინაში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს და გარკვეული ნივთები ამოიღეს. იგი ამბობს, რომ მისი ძმისშვილი სახლში არ იმყოფებოდა და შესაბამისად, ის პოლიციას საცხოვრებელი სახლიდან არ აუყვანია.

სოციალურ ქსელში მას არაერთხელ აქვს მონიშნული ლოკაციად "ვერა" - გოგებაშვილის ქუჩა, სწორედ ამ ქუჩაზე ცხოვრობდა უცხოელი პედაგოგი.

გამოძიების ინფორმაციით, გენეტიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა ათეულობით პირს, გადამოწმდა მათი ალიბი და სხვა, არაერთი საგამოძიებო მოქმედების შემდეგ, საბოლოოდ მინიმუმამდე შემცირდა დანაშაულთან სავარაუდო შემხებლობაში მყოფი პირების ჩამონათვალი.

მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა, გენეტიკური ექსპერტიზით დადასტურდა.

რაფაელ მურსაკულოვს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 7-15 წლამდე პატიმრობა ელის.