თბილისის მერობის კანდიდატი რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ "ღამის კურიერში" ამბობს, რომ მოდის იმისთვის, რათა მეტი სამუშაო ადგილი შექმნას.
"მე ვარ თქვენი სიძე, არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ. მე თქვენთან ერთად უკვე გავიარე ბევრი გაჭირვებული დრო და მესმის თქვენი გულის ტკივილი.
მე მოვდივარ იმიტომ, რომ რამენაირად გავაკეთო, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს სამუშაო, საშუალება.
მე გთხოვთ, მომეცით ხმა," - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
თქვენ უნდა იყაროთ კენჭი აყვავებული, უპრობლემო ნიგერიის ქალაქ ლაგოსის მერობაზე, სადაც საქართველოს მოსახლეობაზე 4-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს (13 მლნ.).
საზრუნავიც არაფერი გექნებათ, რადგან უმუშევრობა აღმოფხვრილია თქვენს ქვეყანაში, საშუალო ხელფასი თითქმის 75 აშშ დოლარია და მოსახლეობის ნახევარს სასმელად ვარგის წყალზეც კი მიუწვდება ხელი!
არ გინდათ ლაგოსის მერობა?