პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.
"არჩევნებთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაცია:
- პარტიებთან და სამოქალაქო სექტორთან თითქმის სრული კონსენსუსით გატარდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა, რომელიც არ ტოვებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ხელოვნურად გაჩენის შესაძლებლობას
- ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტდა 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით, სადაც თითო პარტიას თითო წარმომადგენელი ჰყავს.
- მოხდება შემთხვევით შერჩეული უბნების 10%-ის (დაახლოებით 370 უბანი) ავტომატური გადათვლა, რაც არის შესაძლო მანიპულაციის პრევენციის და კონტროლის უპრეცედენტო ინსტრუმენტი.
- მოხდება ბიულეტენების დათვლის ვიდეოფიქსაცია და ყველა ვიდეოს ინტერნეტში ღია წვდომისთვის განთავსება. შესაბამისად ყველას ექნება ნებისმიერი უბნის ვიდეო ჩანაწერის მეშვეობით ულიმიტოდ გადათვლის საშუალება.
- შეიქმნა საჩივრების ელექტრონული პლატფორმა. ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელი იქნება საჩივრის შეუფერხებლად წარდგენა.
- უბნების ნაწილში მოხდება ბიულეტენების ელექტრონული მთვლელის პილოტირება".