ავსტრალიის მოქალაქე შანაე ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებული 33 წლის თბილისელი რაფიელ მუსაგალოვია, რომელიც დანაშაულს აღიარებს.
მუსაგალოვი შანაე ბრუკის მეზობლად, გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. მკვლელობის სავარაუდო მოტივი ყაჩაღობაა - თავდამსხმელი შანაე ბრუკს "აიფონ-12“-ის წართმევას უპირებდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია, რადგან გოგონამ ის ქვემოთ, ხრამში გადაისროლა. როგორც ირკვევა, მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაულის ადგილზე დანით ხელი გაიჭრა და ადგილზე მისი სისხლის კვალი დარჩა. სწორედ გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა ბრალდებულის დნმ და მისი ვინაობაც
როგორც წყარო გვეუბნება, მკვლელობაში ბრალდებულს მიმალვა არც უცდია და ის სამართალდამცველებმა დღეს საკუთარი სახლიდან აიყვანეს.