ძალიან ხმამაღალი იყო გიორგი გახარიას გადადგომა შემდეგ კი პოლიტიკაში დაბრუნება. ცალკეული ადამიანებისთვის გარკვეულ იმედებთან და მოლოდინებთან იყო ეს დაკავშირებული. ალბათ გახსოვთ, ადგილი ჰქონდა მცდელობებს, რომ ადამიანები დაერწმუნებინათ თითქოს გახარიას პარტია „ქართულ ოცნებასთან“ იყო აფილირებული, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.
„მას შემდეგ რაც გახარიამ თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი წარადგინა გაჩნდა ფლუსტრაცია. ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ სრულიად სხვა განწყობით იყვნენ გაწევრიანებული ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და რეალობა აღმოჩნდა სრულიად სხვა. ვფიქრობ. რომ შიდა კულუარული საუბრები თანაპარტიელებს შორის არ დაემთხვა მიღებულ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.