მადლობა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ივნისში 15 მძევლის დაბრუნებაში გაწეული მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„იმ დღეებში ჩვენ ტელეფონით ბევრჯერ დავუკავშირდით ერთმანეთს და მე ხუმრობით ვამბობ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში საქართველოს პრემიერთან უფრო მქონდა კონტაქტი, ვიდრე წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენს ამომრჩევლებთან. იმ დღეებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ურთიერთობის ახალ დონეზე ჩამოყალიბება“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინინამა.
ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.