მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია მოაწეროს ხელი დოკუმენტს და შემდეგ ფორმალური თვალსაზრისითაც კი დაუპირისპირდეს მას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„აი, ასეთი დამოკიდებულების მქონე ხალხია, რაც უცნაურია, მაგრამ ყველაზე მთავარი არ დაგვავიწყდეს, ამ შემთხვევაში ამ დოკუმენტის მთავარი მიზანი, იდეა, ამოცანა, სურვილი გაცხადებული იყო ის, რომ პოლარიზების ხარისხი შეემცირებინა, თუმცა ამ ხალხმა მოკიდა ხელი და გამოიყენა ეს იმისთვის, რომ პოლარიზების ხარისხი რამენაირად კიდევ უფრო გაეღრმავებინათ და გაეზარდათ“,- აღნიშნა სარჯველაძემ.
პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის აქტი მიიღო.