ახლა ჰკითხეთ რამდენჯერ გაულანძღავს სააკაშვილს გახარია მანამდე და ისიც იტყვის, რომ ესეც იდიოტური ჩამონათვალია.ასეთი პოლიტიკოსისგან, რომელიც პოზიციას კვირაში რამდენჯერმე იცვლის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე, აღარაფერი დაიჯერება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
სარჯველაძის თქმით, ამ შემთხვევაში რას იტყვის სააკაშვილი მნიშვნელობა არ აქვს. „რას იტყვის სააკაშვილი უბრალოდ მნიშვნელობა აღარ აქვს და ანგარიშგასაწევიც ნაკლებადაა. ამ წუთას ფაქტია, რომ რაღაც საერთო საზიარო ინტერესები გაუჩნდა ამ ძალას და პოლიტიკურ ჯგუფს და შესაბამისად ეს შეიძლება განაპირობებდეს ამ შემთხვევაში პოზიციაში სახეცვლილებას“, - განაცხადა სარჯველაძემ.