ირაკლი რუხაძე: არანაირი შთაბეჭდილება არ მქონია, რომ ბიძინა ივანიშვილი და ბადრი პატარკაციშვილი მტრები იყვნენ - ეს არის აბსურდი, სააკაშვილიზმი, რომელსაც თავს გვახვევენ

ირაკლი რუხაძე: არანაირი შთაბეჭდილება არ მქონია, რომ ბიძინა ივანიშვილი და ბადრი პატარკაციშვილი მტრები იყვნენ - ეს არის აბსურდი, სააკაშვილიზმი, რომელსაც თავს გვახვევენ

ბიძინა ივანიშვილს არ ვიცნობდი, ვიდრე მთავრობაში არ მოვიდა, ბადრი პატარკაციშვილს კი კარგად ვიცნობდი. არანაირი შთაბეჭდილება არ მქონია, რომ ის და ბადრი პატარკაციშვილი მტრები იყვნენ, - ამის შესახებ თოკ შოუში „არჩევნები 2021“ ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.

„2004 წელს, ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა თავისის ერთ-ერთი მთავარი აქტივი რუსეთში, რომლის მყიდველები იყვნენ სამი ადამიანი და ერთ-ერთი ბადრი პატარკაციშვილი, ვერ წარმომიდგენია, რომ ბიძინა ივანიშვილს მტრისთვის მიეყიდა მნიშვნელოვანი აქტივი.

ბიძინა ივანიშვილი ბადრის ოჯახს ძალიან ეხმარებოდა, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბადრის დედასთან, მეუღლესთან, დებთან და ეს არის აბსურდი, ტიპიური სააკაშვილიზმი, რომელსაც თავს გვახვევენ“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.