ვის კვლევასაც არ უნდა შეხედო კახა კალაძეს ნახევარი თბილისი უჭერს მხარს. მის წარდგენაზე მისულებს გვესეოდნენ ჟურნალისტები და კითხვა იყო ერთი - არ გრცხვენია რომ მოხვედი? ამას ჟურნალისტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ანუ ნახევარ თბილისს უნდა გვრცხვენოდეს, - ამის შესახებ თოკ შოუში „არჩევნები 2021“ ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.
„ეს არ არის ჟურნალისტიკა. ეს არის მდგომარეობიდან გამოყვანის მცდელობა და მოახერხეს ეს. ჩემ გარშემო ხალხი კიოდა. ეუბნები, დამანებე თავი, მაგვიანდება. მაგრამ არა, ოცი კაცი მოდის მიკროფონით და ამოცანა აქვს, რომ გამომიყვანოს წყობილებიდან და მერე ისეთი რამე ვთქვა ან გავაკეთო, რომ ანახონ რა ცუდი ვარ და როგორ გამოვდივარ მდგომარეობიდან. ჩემი ყველაზე დიდი პრეტენზია „ქართულ ოცნებასთან“ მაქვს ის, რომ არ გაშუქდა და არ გამოვიდა სააშკარაოზე რა მოხდა წინა 9 წლის განმავლობაში. ამან გამოიწვია ბევრი რამ, მათ შორის ის, რომ ესეთი ტელევიზიები არსებობენ დღეს ამ ფორმით და ჩვენც ასე გვიწევს არსებობა, რომ მათ შევეწინააღმდეგოთ. ამან გამოიწვია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს დღეს. წარმოუდგენლად შელახა ადამიანის უფლებები ამ პარტიამ. ეს არის „ქართული ოცნების“ ბრალი. ისინი ამას ხსნიან, რომ ამერიკელებმა უთხრეს ასე და ა.შ. არ აქვს მნიშვნელობა, არ უნდა ჩარიო შენი ქვეყნის საქმეში სხვა ქვეყანა. ჩვენ, ასეთი გახლეჩილი საზოგადოება სადაც არცერთ თემაზე ლაპარაკი არ შეიძლება, კოვიდით დაწყებული, რუსეთი, ნატო. საზოგადოება არის აბსოლუტურად გახლეჩილი. ეს გახლეჩილობა იმის ბრალია, რომ ჩვენ არ ჩავიხედეთ შიგნით და არ ვნახეთ რა მოხდა და არ გამოვიძიეთ. ჩვენ რომ ეს პროცესი გაგვევლო გაგვევლო, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არ გვეყოლებოდა. „ნაციონალური მოძრაობაა“ ამ ქვეყნისთვის ძალიან საშიში და რადგან ის არსებობს, ეს არის ჩემი მთავარი პრეტენზია „ქართულ ოცნებასთან. ახლაც არ არის გვიანი რომ ეს გააკეთონ“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.