მამუკა მდინარაძემ: „ნაცმოძრაობამ“ შექმნა მტკიცებულება, როგორი ფარსია მათ მიერ შესრულებული ხელმოწერა, თუნდაც ანულირებულ შეთანხმებაზე

მამუკა მდინარაძემ: „ნაცმოძრაობამ“ შექმნა მტკიცებულება, როგორი ფარსია მათ მიერ შესრულებული ხელმოწერა, თუნდაც ანულირებულ შეთანხმებაზე

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეიქმნა მტკიცებულება, როგორი ფარსია მათ მიერ შესრულებული ხელმოწერა, თუნდაც ანულირებულ შეთანხმებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხელი მოაწერეს და შეთანხმებაში ამნისტია იყო, მათ მხარი არ დაუჭირეს. როცა შეთანხმება გაუქმებული არ იყო მაშინაც, რომ მოეწერათ ხელი, მათთვის ეს ხელმოწერა მაინც არაფერს ნიშნავდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მელიას ბევრი რამ მოუწევს. შეთანხმებაზე ხელმოწერა მოუწია, ვამბობდით და ასე მოხდა. არ გამოვალ ციხიდანო და გამოსვლა მოუწია. არ დამიჭერენო და მოუწია, რომ დაეჭირათ. ყველაფერი ის მოუწია, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით. დღეს მართლაც კომიკური ფაქტი დაფიქსირდა. როდესაც საქმე ეხება მძიმე დანაშაულს, მაგალითად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას, ამ ნაწილთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიოდ ვთქვით და ამნისტიაში ჩანაწერიცაა, რომ ასეთ შემთხვევაში ამნისტია კონკრეტულ პირს, ვისაც ეს დაუმტკიცდება არ შეეხება. თუ ვინმეს დაუმტკიცდება მაგალითად პოლიციელს, რომელზეც აპელირებენ და სპეკულირებენ რიგ შემთხვევაში ჩვენი ოპონენტები, რომ მან განზრახ მიაყენა სხეულის მძიმე დაზიანება რომელიმე ადამიანს, მას ამნისტია არ შეეხება, დანარჩენ შემთხვევაში ყველს ეხება“, - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის აქტი მიიღო.