ჰოლივუდის მსახიობმა ბრედ პიტმა, აღიარა, რომ ჩაცმის სტილი გაუუარესდა. ამის შესახებ მან გამოცემა Esquire-სთან ილაპარაკა.
57 წლის პიტმა, განაცხადა, რომ ტრენდული ტანსაცმლის მიმართ ინტერესი ასაკის მატებასთან ერთად გაუქრა. „ასაკის მატებასთან ერთად კაპრიზული გავხდი, ჩემთვის კომფორტი პირველ ადგილზეა“, - აღნიშნა ჰოლივუდის ვარსკვლავმა.
მსახიობის თქმით, იყო ტრენდული, საკმაოდ მოსაწყენი პროცესია. „მე მომწონს მონოქრომული სტილი, რომელიც არ ჰგავს უნიფორმას“, - განაცხადა პიტმა.
გამოცემა წერს, რომ ბრედ პიტი ყურადღებას აქცევს გვირისტის ხარისხს, სარჩულს და ქსოვილის შემადგენლობას. „ახლა მაცვია Loro Piana-ს ქაშმირის სვიტერი და თუ 86 წლამდე ვიცოცხლებ, ამ სამოსს არ გავიხდი. ეს ბრენდი ძვირადღირებულია და თუ 30 წელი გაძლებს, ეს ნიშნავს, რომ მისი ფასი გამართლებულია“, - აცხადებს პიტი.
საგულისხმოა, რომ 2021 წლის აპრილში „ოსკარის“ გადაცემის ცერემონიალზე ბრედ პიტის ვარცხნილობა ხუმრობის საგანი გახდა.