ამერიკელი მსახიობი მაიკლ კენეტ უილიამსი გარდაიცვალა. ის 54 წლის იყო. ამის შესახებ New York Post-ი წერს.
მსახიობის ცხედარი ნიუ-იორკში, საკუთარ ბინაში იპოვეს. გამოცემის წყაროს ცნობით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ნარკოტიკებით ზედოზირება გახდა.
მაიკლ კენეტ უილიამსმა კარიერის განმავლობაში ფილმებში 50-ზე მეტი, ტელესერიალებში კი 30-ზე მეტი როლი შეასრულა. ყველაზე დიდი პოპულარობა მას HBO-ს სერიალ Wire-ში შესრულებულმა ომარ ლითლის როლმა მოუტანა.