განადგურებული ვარ, მეგობარი დავკარგე, - ასე გამოეხმაურა ალენ დელონი ჟან-პოლ ბელმონდოს გარდაცვალებას.
„განადგურებული ვარ. მეგობარი დავკარგე. ერთმანეთს 60 წლის განმავლობაში ვიცნობდით, ერთად ვმუშაობდით, ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ცუდი არ იქნებოდა, ორივე ერთად რომ წავსულიყავით. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩვენ ერთად დავიწყეთ ეს გზა 60 წლის წინ“, - განაცხადა ალენ დელონმა.
ფრანგული კინემატოგრაფიის ლეგენდა, ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლისა გარდაიცვალა.
ჟან-პოლ ბელმონდომ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“. 1989 წელს ის საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, სეზარის გამარჯვებული გახდა, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“.
2011 წელს, კანის კინოფესტივალზე, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჟან-პოლ ბელმონდო ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა.