რუმინეთში ავტობუსით მგზავრობის საფასურის გადახდა ბუქნებით შეიძლება 

რუმინეთში ავტობუსით მგზავრობის საფასურის გადახდა ბუქნებით შეიძლება 

რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკას ავტოსადგურზე ამოქმედდა მოწყობილობა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწევა. მისი საშუალებით ავტობუსით მგზავრობის საფასურის გადახდა არა ფულით, არამედ ბუქნებით არის შესაძლებელი. ამის შესახებ გამოცემა Romania-Insider-ი წერს.

ავტობუსით მგზავრობა ქალაქში 50 ცენტი ღირს. ფულის დაზოგვის მიზნით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიუახლოვდეს აპარატს და კამერის წინ 2 წუთში 20 ბუქნი გააკეთოს. დღეში ავტომატის რამდენჯერმე გამოყენებაზე არანაირი ლიმიტი არ მოქმედებს.

მგზავრობის საფასურის გადახდის ასეთი მეთოდი 2020 წელს „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში გამოსცადეს. მაშინ 4 თვის განმავლობაში ადგილობრივებმა და ქალაქის სტუმრებმა 55 ათასზე მეტი „უფასო ბილეთი“ აიღეს.

 

Katana :)) გადასარევია!..
3 წლის უკან