პოპულარული ბრიტანული ჯგუფის Girls Aloud წევრი, სარა ჰარდინგი გარდაიცვალა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჰარდინგი 39 წლის იყო. შარშან მას ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მომღერალი ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სიმსივნე სხვა ორგანოებზეც გავრცელდა.
ჰარდინგის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მისმა დედამ დაწერა. მან მომღერლის თაყვანისმცემლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
Girls Aloud-ი 2002 წელს, ტელეკომპანია რეალითი შოუზე Popstars: The Rivals ჩამოყალიბდა. ჰარდინგის გარდა ჯგუფში მრეროდნენ: შერილ კოული, ნიკოლა რობერტსი, კიმბერლი უოლში და ნადინ კოილი. ჯგუფის ყველა ალბომმა დიდ ბრიტანეთში პლატინური სტატუსი მოიპოვა. 2007 წელს გინესის რეკორდების წიგნმა Girls Aloud-ი რეალითი შოუზე შექმნილი ყველაზე წარმატებულ ჯგუფად აღიარა.
2009 წელს კოლექტივმა შვებულება აიღო, რა დროსაც ყველა წევრმა სოლო კარიერა დაიწყო. 2012 წელს ჯგუფი კვლავ გაერთიანდა, თუმცა 6 თვის შემდეგ საბოლოოდ დაიშალა.