კონგრესმენი ალექს მუნი: საქართველო წინ მიიწევს არჩევნებისა და დემოკრატიული მთავრობის ფორმირების მიმართულებით

კონგრესმენი ალექს მუნი: საქართველო წინ მიიწევს არჩევნებისა და დემოკრატიული მთავრობის ფორმირების მიმართულებით

ორი წლის წინაც ვიმყოფებოდი საქართველოში, ჩემს კოლეგებთან საუბარში აღვნიშნავდი, რომ მოხარული ვარ ჩემი ვიზიტით გამოვხატავდე აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოსადმი, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ალექს მუნიმ განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

მისივე თქმით, საქართველო წინ მიიწევს არჩევნებისა და დემოკრატიული მთავრობის ფორმირების მიმართულებით.

„საქართველო არის აშშ-ს მოკავშირე ქვეყანა და ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ რუსეთის აგრესიული ქმედებებით, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა თქვენი ქვეყნისადმი და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობისთვის აშშ-სთან“, - განაცხადა კონგრესმენმა.

საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.