.
„ვუყურებ ბოლო დღეებია როგორ ირღვევა გახარიას პარტია. თითქოს გოგირდს წვავენ შიგნით, ისე გარბის ხალხი. თან ისეთი ადამიანებიც ტოვებენ გახარიას ე.წ. გუნდს, სიაშიც რომ არიან და კანდიდატებადაც წარდგენილები. პრინციპში ეს ბუნებრივიც არის, უიდეო, უშინაარსო და უმიზნო პარტიებს ეგრე ემართებათ ხოლმე.
მოკლედ რომ ვთქვათ, გახარიას ბურჭულიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ასე თუ გაგრძელდა, არჩევნებში მოგება კი არა, პარტიის ოფისში შუქის ჩამქრობიც შეიძლება არავინ დარჩეს“.