გია აბაშიძე: რეალურად საქმე გვაქვს გახარიას ბურჭულაძეზაციასთან! თანამდებობიდან გაქცეული პრემიერის პარტიას ყოველდღიურად ტოვებენ კანდიდატები და მხარდამჭერებიც

გია აბაშიძე: რეალურად საქმე გვაქვს გახარიას ბურჭულაძეზაციასთან! თანამდებობიდან გაქცეული პრემიერის პარტიას ყოველდღიურად ტოვებენ კანდიდატები და მხარდამჭერებიც

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

„რეალურად საქმე გვაქვს გახარიას "ბურჭულაძეზაციასთან"! თანამდებობიდან გაქცეული პრემიერის პარტიას ყოველდღიურად ტოვებენ კანდიდატები და მხარდამჭერებიც. არა და გახარია "ქართული ოცნების" დაშლას ინგა (წარსულში მისთვის ირმა) გრიგოლიას ეთერში აანონსებდა.

პარტია "საქართველოსთვის" კანდიდატების გადინებას "არნახულ ზეწოლასა და დაშინებას" უკავშირებს. ამას ამბობს ის ნათია მეზვრიშვილი, რომელიც შსს-ში და მთავრობის ადმინისტრაციაში ჩინოსანი იყო და ოპოზიციაში გადაბარგების შემდეგ, უკვე მერამდენედ უსინდისოდ შეურაცხყოფას აყენებს ქვეყნის სამართალდამცველებს.

გახარიას "ბურჭულაძეზაციას" აქვს ერთი საინტერესო პატარა მდგენელიც - ისევე როგორც პაატა ბურჭულაძის "დიად გამარჯვებას" წინასწარმეტყველებდა და "აუხდა", ახლაც იგივეს აანონსებს "ქართული ოცნებიდან" სამარცხვინოდ გაშვებული "სახალხო ექსპერტი" გია ხუხაშვილი“.