გახარიას პარტია ახმეტაში ორმა წევრმა დატოვა

გახარიას პარტია ახმეტაში ორმა წევრმა დატოვა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია ახმეტაში ორმა წევრმა დატოვა. მარიამ ბერიკიშვილმა და ცეზარ მოსახლიშვილმა პარტიასთან ერთად დატოვეს სამრებულოს პროპორციული სია. გუშინ და დღეს, საერთო ჯამში გახარიას პარტია ათეულობით ადამიანმა დატოვა. მათი განაწყენება ყოფილი პრემიერის მიერ, კახი კალაძის წინააღმდეგ კანდიდატურის დაყენებამ გამოიწვია.