ყაზბეგში პარტია „საქართველოსთვის“ შტაბის და სიის წევრი ნინო გუჯარაიძემ პარტია დატოვა. მიზეზად კი გიორგი გახარიას მხრიდან კახა კალაძის წინააღმდეგ კანდიდატურის დაყენებას ასახელებს. ამის შესახებ გუჯარაიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ის საკუთარ თავს გიორგი გახარიას პარტიაში ვეღარ ხედავს:
„მანამ სანამ დაიბადება არაერთი კითხვა და ამ კითხვებს მოჰყვება პასუხები, რომლებიც შეიძლება იყოს აზრს მოკლებული, გადავწყვიტე მე ვაცნობო საზოგადოებას, თუ რატომ დავტოვე გახარიას პარტია.
გახარიას მიერ კალაძის წინააღმდეგ კანდიდატურის დაყენებამ დამარწმუნა იმ ყველაფერში, რასაც მეუბნებოდნენ და რაზედაც საუბარი სხვადასხვა მხრიდან მიმდინარეობდა.
ეს საუბრები ეხებოდა იმას, რომ გახარია მელიას გამო გადადგა და საარჩევნოდაც მის დასახმარებლად დაბრუნდა.
ახლა, როდესაც გახარიამ ეს ყველაფერი საქმით დაადასტურა, ჩემს თავს მის გუნდში ნამდვილად ვეღარ ვხედავ.„ქართულ ოცნებას” ვუსურვებ წარმატებას და ახლა უფრო მეტად დავრწმუნდი მის გუნდურობაში და ქვეყნისადმი სიყვარულში! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! პ.ს. შეცდომები მოსულა მხოლოდ მაშინ, თუ დროულად გამოასწორებ“, - წერს ლელა გუჯარაიძე.