კახა კალაძე მერობის კანდიდატებზე: არავის გამოვყოფ, არ ვაკადრებ, რომ ვინმეს პრივილეგია მივანიჭო - თექვსმეტივესთან დებატებისთვის მზად ვარ

კახა კალაძე მერობის კანდიდატებზე: არავის გამოვყოფ, არ ვაკადრებ, რომ ვინმეს პრივილეგია მივანიჭო - თექვსმეტივესთან დებატებისთვის მზად ვარ

არავის გამოვყოფ, არ ვაკადრებ, რომ ვინმეს პრივილეგია მივანიჭო, ჩემთვის არავინ ერთმანეთისგან არ განსხვავდება, თექვსმეტივესთან მზად ვარ დავსხდეთ და განვახორციელოთ დებატები, დარწმუნებული ვარ, ამის პლატფორმა და შესაძლებლობა გვექნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემი აქცენტი გაკეთდება მხოლოდ თბილისზე, გამოწვევებზე, პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე. არ ვიცი სხვა პოლიტიკური კანდიდატი ატარებს კამპანიას, ხვდება მოსახლეობას თუ არა მე არ მინდა სხვა პარტიების და კანდიდატების შეფასებაში შევიდე, ეს არ იქნება სწორი, ხალხმა უნდა ამირჩიოს მე, შესაბამისად, ვალდებული ვარ ველაპარაკო თბილისელებს თუ რას ვაპირებ და როგორ წარმომიდგენია ქალაქის განვითარება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ეს იქნება ჩემი საარჩევნო კამპანია აგებული პოზიტივზე, საქმეზე და იმ პრობლემებზე, რომელიც სამწუხაროდ, გვაქვს ქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.