ბენქსის შრედერში დაზიანებული ნახატი კვლავ აუქციონზე იყიდება

ბენქსის შრედერში დაზიანებული ნახატი კვლავ აუქციონზე იყიდება

ბენქსის ცნობილი ნამუშევარი „გოგო ბუშტით“, ან „სიყვარული ნაგვის ურნაშია“, როგორც მას ახლა ჰქვია, კვლავ აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ტილო ღირებულება 4-6 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ვაჭრობა 14 ოქტომბერს გაიმართება - იმავე დარბაზში, სადაც 3 წლის წინ „გოგო ბუშტით“ პირველად გაიყიდა.

მაშინ, ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ნახატის ჩარჩოში მოთავსებული შრედერი ჩაირთო და ნამუშევრის ნახევარი სიგრძეზე დაიჭრა. მას შემდეგ „გოგოს ბუშტით“ სახელი შეეცვალა და მას „სიყვარულს ნაგვის ურნაშიას“ უწოდებენ. ბენქსის ჩანაფიქრით, ნახატი ბოლომდე უნდა განადგურებულიყო, მაგრამ შრედერის მექანიზმი გაფუჭდა, ამიტომ ნამუშევრის ნახევარი გადარჩა.

ადამიანმა, რომელმაც მაშინ ნახატი იყიდა, მისი შენახვა გადაწყვიტა. როგორც აღმოჩნდა, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან 3 წლის განმავლობაში მისი ღირებულება სამჯერ გაიზარდა.

 

 

 

Katana . ხელოვნების სრული პროფანაცია!
3 წლის უკან