ნორვეგიაში 100-მდე დაკარგულ მესოპოტამიურ არტეფაქტს მიაკვლიეს

ნორვეგიაში 100-მდე დაკარგულ მესოპოტამიურ არტეფაქტს მიაკვლიეს

ნორვეგიის პოლიციამ კოლექციონერის სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინა 100-მდე არტეფაქტი, რომელიც ერაყის მთავრობის მიერ დაკარგულად იყო გამოცხადებული, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

ნაპოვნია ფირფიტები ლურსმული ტექსტებით და სხვა არქეოლოგიური არტეფაქტები, რომლებიც მესოპოტამიის, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.

„ისინი მნიშვნელოვანია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობისთვის“, - აღნიშნულია ნორვეგიის პოლიციის განცხადებაში.

ერაყის მთავრობა ნორვეგიისგან არტეფაქტების დაბრუნებას მოითხოვს. უცნობია, რა ვითარებაში გაიტანეს ქვეყნიდან ნივთები და როგორ აღმოჩნდა ისინი ჩრდილოეთ ევროპაში.