დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს ესტონეთის შეიარაღებული ძალების დელეგაცია ეწვია.
დელეგაციის ვიზიტი საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ხორციელდება.
დელეგაციის ხელმძღვანელი, ესტონეთის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსი, ბრიგადის გენერალი პეტერ ჰოპი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს შეხვდა. შეხვედრა მოგვიანებით სამუშაო ჯგუფთან გაგრძელდა.
დღესვე ესტონეთის თავდაცვის უწყების დელეგაცია ვაშლიჯვარში სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზასაც ეწვია და მის ხელმძღვანელს მაიორ დიმიტრი კიკნაძეს შეხვდა.
სპეციალური ოპერაციების ძალების მონახულების შემდეგ ესტონეთის დელეგაციამ ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ლევან გამყრელიძესთან გამართა შეხვედრა.
ესტონეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციის ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება.