დუა ლიპა Met Gala-ს გამოტოვებს

დუა ლიპა Met Gala-ს გამოტოვებს

დუა ლიპა წლის უდიდეს, მაღალი მოდის წვეულებას, ფილმის გადაღებების გამო გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ ავრცელებს.

გამოცემის თქმით, მომღერალმა Met Gala-ს მოსაწვევი წინა წლების მსგავსად ახლაც მიიღო, თუმცა მასზე უარის თქმა თრილერის, Argylle-ის გადაღებების გამო მოუხდა.

ფილმი დუასთვის პირველი სამსახიობო ნამუშევარი იქნება. მას მუშაობა ჰოლივუდის ისეთ მსახიობებთან მოუწევს როგორებიც არიან: სამუელ ელ ჯექსონი, ჰენრი ქევილი, ბრაიან კრანსტონი, ბრაისნდალას ჰოვარდი, ჯონ კენა, კენ როქველი და კეტრინ ოჰარა.

წყაროს ინფორმაციით, ფილმის გადაღებები დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს და მომღერალიც იქ იმყოფება.

მეთ გალა 2021 წლის 13 სექტემბერს ნიუ-იორკში გაიმართება. წვეულებაზე წარმოდგენილი იქნებიან ვარკვლავები: ბიონსე, კიმ კარდაშიან ვესტი, ჯენიფერ ლოპესი, რიანა, ჰარი სტაილსი, ლუპიტა ნიონგო, კამილა კაბელო, ედისო რეი და ლუის ჰამილტონი.