40-წლიანი პაუზის შემდეგ, შვედური მუსიკალური ჯგუფი ABBA ახალ ალბომს გამოუშვებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ABBA-ს წევრმა, ბენი ანდერსონმა განაცხადა, რომ ახალი ალბომი ნოემბერში გამოვა და იგი 10 კომპოზიციისგან შედგება.
„თავდაპირველად მხოლოდ ორი სიმღერა იყო, შემდეგ კი ვთქვით: იქნებ კიდევ რამდენიმე დავამატოთ?“ - აღნიშნა ბენი ანდერსონმა.
2018 წელს ჯგუფის ოთხმა წევრმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ახალი ნამუშევრების გამოშვებას გეგმავდნენ, თუმცა სიმღერის პრემიერა გადაიდო.
მუსიკალური ჯგუფი ცნობილია ისეთი სიმღერებით, როგორიცაა Mamma Mia, Dancing Queen და Take A Chance On Me. ABBA-ს ბოლო სტუდიური ალბომი 1982 წელს გამოვიდა.