იაგო ხვიჩია: „ნაციონალურ მოძრაობას“ ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის აგვიანდება

იაგო ხვიჩია: „ნაციონალურ მოძრაობას“ ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის აგვიანდება

„ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის აგვიანდება ნაბიჯის გადადგა. ასე იყო ბევრჯერ წინასაარჩევნო პერიოდს განმავლობაში. თან აგვიანდებოდათ ისეთ დროს, როდესაც პარალელურად ამის გამო კოლეგებს ლანძღავდნენ, - ამის შესახებ გირჩის წევრმა, იაგო ხვიჩიამ ქრონიკას განუცხადა.

„მე ახლა მაინტერესებს, თავის დროზე მე და ჩვენს პარტიას ცუდ ხალხს და შეკრულებს რომ გვეძახდნენ ეგ შეიცვალა თუ, „ნაციონალური მოძრაობაც“ შეიკრა აწ უკვე ოფიციალურად შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერით „ქართულ ოცნებასთან““, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. იქამდე დოკუმენტს მხოლოდ ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერა ჰქონდა.

„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად 28 ივლისს გამოაცხადა. პარტიამ მთავარ მიზეზად სწორედ ის გარემოება დაასახელა, რომ მას მთავარი ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა არ ჰქონდა.