ავიაკომპანია Ryanair-ის ერთ-ერთ რეისზე მგზავრს უჩვეულო სენდვიჩი მიჰყიდეს, რომელსაც სოციალურ ქსელებში „მსოფლიოში ყველაზე სევდიანი სენდვიჩი“ შეარქვეს. ამის შესახებ Metro წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეიმი ვუდსმა 5,50 ევრო გადაიხადა პურსა და ლორი რამდენიმე პატარა ნაჭერში. სენდვიჩში არც სალათის ფურცლები, არც ტომატი, არც ყველი და არც რომელიმე სხვა ინგრედიენტი იყო. ქალი განმარტავს, რომ „დელიკატესი“ მაინც შეჭამა, რადგან ძალიან შიოდა.
„ფრენა ძალიან სასიამოვნო იყო, ეკიპაჟი ძალიან თავაზიანი. უბრალოდ ეს სენდვიჩი სასაცილოდ და მეტისმეტად ძვირად მომეჩვენა. თუმცა მაინც შევჭამე“, - წერს ვუდსი სოციალურ ქსელში.
თვითმფრინავი რომ აფრინდა, სტიუარდესამ ჩამოიარა სალონი და საღეჭი რეზინა დაურიგა მგზავრებს - როცა სიმაღლეს ავიღებთ, ყურები რომ არ დაგიგუბდეთო...
ჩაფრინდნენ დანიშნულების ადგილას და ერთი ხანდაზმული მგზავრი მიდის სტიუარდესასთან: - იცით, მე პირველად ვიმგზავრე თვითმფრინავით და ძალიან მომეწონა, ოღონდ... აი, თქვენ რომ კევი მომეცით, იმას ვერაფრით ვერ ვიძრობ ყურიდანო :)