ყველა პარტნიორისთვის ეს ხელშეკრულება არსებობს, ლეგიტიმურია და აქედან ვიღაცის გასვლა ნიშნავს მის დარღვევას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„ევროპისთვის, ევროკავშირისა და ამერიკისთვის, ჩვენი ქართული საზოგადოებისთვის ეს ხელშეკრულება მოქმედია და ამ მოქმედი შეთანხმების დარღვევა დასჯადია ჩვენი ამომრჩევლის მიერ ისევე, როგორც საქართველოს მთავრობა დასაჯა ევროკავშირმა იმ შეთანხმების დარღვევისთვის, რომელიც სასამართლო რეფორმას ეხებოდა და ეს ბოლო ტრანში არ გადმორიცხა. ევროკავშირისა და ამერიკისთვის, ჩვენი ყველა პარტნიორისთვის ეს ხელშეკრულება არსებობს, ლეგიტიმურია და აქედან ვიღაცის გასვლა ნიშნავს მის დარღვევას, ხოლო დარღვევა, ამ შემთხვევაში, ნიშნავს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ სვლას. ამის უფლებას არ მივცემთ“, - განაცხადა გოცირიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.