სექტემბერში საქართველოში მასშტაბური სამხედრო სწავლების ჩატარება იგეგმება. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, სამხედრო სწავლების პროექტი თავდაცვის სამინისტროში ამერიკელ პარტნიორებთან ერთად იგეგმება.
სწავლებას "დიდგორი 2013" ერქმევა. მისი პირობითი სცენარი საგანგებო მდგომარეობის დროს ყველა სამთავრობო უწყების კოორდინირებულად მუშაობისთვის მომზადებას გულისხმობს. სწავლება მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება.
სწავლებაში ასევე ჩართული იქნებიან სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები. დანარჩენი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.