ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ამწემ მე-19 საუკუნის სარკინიგზო ხიდი დააზიანა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა NOS-ი წერს.
შემთხვევის შედეგად კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი ნაწილობრივ ჩამოინგრა.
მედიის ინფორმაციით, ამწეს მძღოლი არ დაშავებულა. ინციდენტის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
სარკინიგზო ხიდი 1854-1856 წლებშია აშენებული.