კიმ კარდაშიანი ყოფილი ქმრის, კანიე უესტის კონცერტზე Balenciaga-ს საქორწილო კაბით მივიდა

კიმ კარდაშიანი ყოფილი ქმრის, კანიე უესტის კონცერტზე Balenciaga-ს საქორწილო კაბით მივიდა

ამერიკელი ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი ყოფილი ქმრის, რეპერ კანიე უესტის კონცერტზე საქორწილო კაბით მივიდა. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.

კანიე უესტის კონცერტი ჩიკაგოში გაიმართა და მას არაერთი ვარსკვლავი ესწრებოდა, თუმცა მთავარი ყურადღება რეპერის ყოფილმა მეუღლემ, კიმ კარდაშიანმა მიიპყრო, რომელიც სცენაზე ფინალური სიმღერის დროს, Balenciaga-ს საქორწილო კაბით ავიდა.

TMZ-ის წყაროების ინფორმაციით, ეს არ ნიშნავს, რომ კიმი და კანიე კვლავ ერთად არიან, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ყოველთვის დაუჭერენ მხარს ერთმანეთს.