ცნობილი მსახიობი ტომ კრუზი ინგლისში მძარცველების მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბირმინგემში, სადაც კრუზი ფილმის „მისია შეუსრულებელია“ მეშვიდე ნაწილის გადაღებებზე იმყოფებოდა, მსახიობის მცველის მანქანა გაიტაცეს. ავტომობილში BMW X7 კრუზის პირადი ნივთები იდო, რომელთა ღირებულებაც The Sun-მა რამდენიმე ათას ფუნტ სტერლინგად შეაფასა.
მანქანის გატაცება მფლობელმა მეორე დღეს შენიშნა. ავტომობილს თვალთვალის ელექტრონული სისტემის გამოყენებით მეზობელ ქალაქ სმეტიკში მიაგნეს, თუმცა კრუზის ნივთები მასში აღარ იყო.
„მისია შეუსრულებელია 7“ - ის პრემიერა 2022 წლის მაისში შედგება.