ავეჯის მწარმოებელმა იაპონურმა კომპანიამ Dinos კატების მოყვარულებისთვის მაგიდის მოდელი წარადგინა. ამის შესახებ spoontamago წერს.
მაგიდის მფლობელები საყვარელ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად შეძლებენ საკვების მიღებას. მაგიდის სახელწოდებაა Neko to Kutsurogu ანუ „დაისვენეთ კატებთან ერთად“. მას მოჰყვება საფეხურები და რბილი დივანი, რომელზეც კატები მარტივად შეძლებენ გადაადგილებას.
მაგრამ ყველაზე მთავარი მაგიდის ცენტრში განთავსებული მრგვალი ნახვრეტია, რომლის ჩაკეტვაც თავსახურით შეიძლება. მაგიდის ქვეშ კი პატარა სკამია, სადაც კატა განთავსდება. ნახვრეტი კი იმისთვის არის, რომ ცხოველმა მასში თავი შეყოს - ასე კატები პატრონებთან ერთად შეძლებენ ჭამას.
მაგიდის ფასი 1 460 დოლარია.